Accentnews.ge
მოსამართლე: "მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად"

მოსამართლე: "მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად"

14/12/2022 08:11:05 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე გიორგი არევაძემ პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, სადაც განმარტებულია, რომ ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას.

„მოთხოვნაში მე დაფიქსირებული მქონდა, რომ წარმოედგინათ მსჯავრდებული, თუ ვერ წარმოადგენდნენ, მაშინ უნდა მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ამასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი ახლახან მივიღეთ. ნიკა აბრამიშვილის (სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი) წერილში ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მივიღეთ წერილი „ვივამედიდან“, სადაც წერია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა მოსამართლემ.

პენიტენციურმა სამსახურმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლებაც არ მისცა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S