
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 22 დეკემბრისთვის გადადო: "21-ში შეგნებულად არ ვნიშნავ"
14/12/2022 08:33:26 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ.
21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.