Accentnews.ge
შალვა ხაჭაპურიძე: "ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან, ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ"

შალვა ხაჭაპურიძე: "ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, პატიმარი ვერ ჩართეს ორი კილომეტრიდან, ახლა ცდილობენ, სააკაშვილი მოკლან და კვალი დამალონ"

14/12/2022 08:59:20 პოლიტიკა, სამართალი

"სირცხვილი იუსტიციის სამინისტროს, სირცხვილი", - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტია ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შესახებ პროცესი გაიმართა.

ადვოკატის თქმით, ახლა მცდელობაა იმისა, რომ „სააკაშვილი მოკლან და მერე კვალი დამალონ”.

„ეს არის იუსტიციის სამინისტროს სირცხვილი, მეტი რა შეფასება უნდა გააკეთო?! თურმე პატიმარი ვერ ჩართეს, აგერ, ორი კილომეტრიდან. წავალ ახლა და ტელეფონით ჩავრთავ. რა კომენტარი უნდა გააკეთო ამაზე? - შიში და რაღაც გაუგებარი, რაც ჩაიდინეს ამ პატიმრის მიმართ, ახლა ცდილობენ იმას, რომ კვალი დამალონ და მოკლან სააკაშვილი, ამას სხვა არაფერი ჰქვია”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S