Accentnews.ge
კიევში 13 ირანული დრონი ჩამოაგდეს

კიევში 13 ირანული დრონი ჩამოაგდეს

14/12/2022 10:37:13 ევროპა

14 დეკემბერს კიევის რეგიონსა და უკრაინის დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 13 ირანული კამიკაძე დრონი, – იუწყება კიევის სამხედრო ადმინისტრაციამ.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატში განმარტეს, რომ რუსული თავდასხმის შედეგად კიევსა და რეგიონში ადმინისტრაციული და კერძო საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

14 დეკემბრის დილით კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ჩამოგდებული ირანული დრონების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ასეთი თავდასხმების შეწყვეტის შემთხვევაშიც კი, 2023 წლის გაზაფხულამდე შეუძლებელი იქნება ელექტროენერგიის მიწოდების პერიოდული შეწყვეტის შეჩერება. ყველაზე მასიური შეტევების დროს რუსმა სამხედროებმა 100-მდე რაკეტა გაისროლეს, მათი უმეტესობამ ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, მაგრამ ზოგიერთმა რაკეტამ მიაღწია მიზანს. მათი სამიზნე ძირითადად სამოქალაქო ინფრაქსტრიქტურაა, მათ შორის – ენერგოობიექტები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S