Accentnews.ge
ადვოკატი: "ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი"

ადვოკატი: "ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი"

14/12/2022 11:19:24 პოლიტიკა, სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ დღეს ხელისუფლებამ სააკაშვილს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ არ მოინდომა, ენახა ხალხს მესამე პრეზიდენტი და სწორედ ამის გამო არ ჩართეს იგი მისივე სასამართლოზე დისტანციურად.

"არ მოინდომეს ეჩვენებინათ მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი. ტექნიკა ჰქონდათ, უნდა მიეღოთ ლინკი პენიტენციურიდან და უნდა მოსულიყო შესაბამისად, სასამართლოს თანამშრომელი. არც ერთი განხორციელებულა და არც მეორე გამოცხადებულა", – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადადო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკურად და არც დისტანციურად დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. პროცესზე მის დისტანციურად ჩართვაზე უარი პენიტენციურმა სამსახურმა, ფიზიკურ დასწრებაზე კი კლინიკა „ვივამედმა“ განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S