Accentnews.ge
კობახიძე ევროპარლამენტების მოწოდებას ჰუმანიტარული მოტივით სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე"მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობად" აფასებს

კობახიძე ევროპარლამენტების მოწოდებას ჰუმანიტარული მოტივით სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე"მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობად" აფასებს

14/12/2022 11:24:49 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტების განცხადებებს "მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობად" აფასებს.

საუბარია მოწოდებაზე პატიმრობიდან ჰუმანიტარული მოტივით გაათავისუფლონ საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"რაც შეეხება მართლმსაჯულებაში პოლიტიკური მოტივით ჩარევის მცდელობას ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემაზე, რომელიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას, სასჯელისგან გათავისუფლებას და ა.შ. ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა ეს არის მიუღებელი. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და რაც არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ელემენტარულ პრინციპს არ სცემენ პატივს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით (კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება ჰქონდეს საქმე კორუფციას) არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში, ის დოკუმენტი რომელიც განიხილება ევროპარლამენტში არის ამის კიდევ ერთი დასტური და ის დებატები, რომელიც გაიმართა ევროპარლამენტში არის ამის კიდევ ერთი დასტური“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი არ უკავშირდება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.

„კონკრეტული ევროპარლამენტარები გრძნობენ სააკაშვილის მიმართ პასუხისმგებლობას იმიტომ, რომ მათ წაახალისეს სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში. ვინც წაახალისა სააკაშვილის ჩამოსვლა საქართველოში იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ყველას მოუწოდა "საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევისგან თავშეკავებისკენ".

„მათ შორის, მოვუწოდებთ ევროპარლამენტარებს მათ პატივი უნდა სცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ქართულ მართლმსაჯულებას", – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S