Accentnews.ge
"მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა, მანამდე კი რუსეთის ბატონობისგან, აშშ მტკიცე მხარდამჭერია ქართველების ძალისხმევის, აშენონ წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა"

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა, მანამდე კი რუსეთის ბატონობისგან, აშშ მტკიცე მხარდამჭერია ქართველების ძალისხმევის, აშენონ წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა"

14/12/2022 11:34:53 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საქართველოს მტკიცე და ურყევი პარტნიორია.

ამის შესახებ ელჩმა გამოფენის "საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია" გახნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა, მანამდე კი რუსეთის ბატონობისგან, რომლებიც ცდილობდნენ, შეევიწროებინათ ქართველი ერი, წაერთვათ მისი იდენტობა, გაენადგურებინა სახელმწიფოებრიობა, ჩაეხშოთ ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა ეშენებინა, აშშ ამ ძალისხმევაში ქართველების მტკიცე და ურყევი პარტნიორია. დღევანდელი გამოფენა ასახავს სწორედ იმ პარტნიორობასა და თანამნშრომლობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ბოლო 30 წლის განმავლობაშიც არსებობდა და მანამდეც. ფოტოებზე წარმოდგენილები არიან ჯარისკაცები, ქვეყნის ლიდერები, რომლებიც შრომობენ პროგრესისა და წარმატებისთვის, ქართველი და ამერიკელი ხალხები, რომლებიც ამყარებენ თავის მეგობრობას. დღეს ჩვენ გავიხსენებთ წარსულს და ამავდროულად ვფიქრობთ მომავალზე, სამომავლო თანამშრომლობაზე“ - განაცხადა ელჩმა.

ექსპოზიცია, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება, ასახავს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.

ექსპონატებს შორისაა საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები, რომელიც წარმოაჩენს აშშ­-ისა და საქართველოს ურთიერთობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობას.ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და აშშ-ის საელჩო საქართველოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S