Accentnews.ge
„პუტინის უფლება არ აქვს, მიგვითითოს“: მოლდოვა რუსულ „გაზპომთან“ დავას იწყებს

„პუტინის უფლება არ აქვს, მიგვითითოს“: მოლდოვა რუსულ „გაზპომთან“ დავას იწყებს

14/12/2022 12:08:10 ევროპა

მოლდოვა რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ უჩივლებს ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისის ხელოვნურად პროვოცირებისთვის,– ამის შესახებ მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი სპინუმ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ადვოკატები უკვე ამზადებენ სარჩელს.

„რუსული „გაზპრომი“დამნაშავეა იმაში, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიყიდოთ გაზი და ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ვემზადებით საჩივარს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. ჩვენ ასევე მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, რადგან მათი ბრალეულობით ვართ იძულებულები, გადავამისამართოთ თანხები, ავიღოთ სესხები. ჩვენ გავაფორმეთ კონტრაქტი და მასზე ვამყარებდით იმედს. „გაზპრომს“ არ შემოუთავაზებია ხელშეკრულებების გადახედვა ან შეწყვეტა. ასევე, კონცერნს არ შემოუთავაზებია მოწოდების მოცულობის შემცირება. ისინი უბრალოდ უგულებელყოფენ თავიანთ ვალდებულებებს და ამისთვის უნდა გადაიხადონ“,– თქა მოლდოველმა მინისტრმა და დასძინა, რომ „გაზპრომი“ არასანდო პარტნიორი გახდა:

„მათ ბოლო წლებში აჩვენეს, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. რომ მკითხოთ, კიდევ რა შეიძლება, გააკეთოს „გაზპრომმა“, ვერ გიპასუხებთ. მათ სეუწყვიტეს გაზის მიწოდება ბულგარეთს, იტალიას, გერმანიას, უკრაინას, პოლონეთს, ფინეთს. დნესტრისპირეთისთვის[მოლდოვას სეპარატისტული რეგიონი] გაზის გადახდას ვერ მოგვთხოვენ. კიშინიოვში ამას არავინ დათანხმდება. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი. ჩვენ ყველაფერი გადავიხადეთ“.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვა ნაყიდი გაზის ნაწილს უკრაინაში ინახავს, ​​მინისტრმა თქვა, რომ „ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“:

„შეძენილი გაზი ნებისმიერ ადგილას შეგვიძლია, შევინახოთ. პუტინს უფლება არ აქვს, მიგვითითოს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S