
იუსტიციის მინისტრი განმარტავს, რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის კადრები
14/12/2022 17:20:57 პოლიტიკა, სამართალი
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მიზანი "საზოგადოების სწორად ინფორმირებაა". ამის შესახებ მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, "რადიკალური ძალები სახელმწიფოს იმიჯს ლახავენ და ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს სახელმწიფო ადამიანს აწამებს".
„როდესაც რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას, თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ და პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული. სწორედ ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021