Accentnews.ge
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

15/12/2022 06:20:53 ევროპა

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.

შესაბამის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის გაეროს წესდების "უხეში დარღვევა", ასევე "უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა".

"რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებული უნდა იყოს", - ამბობენ სეიმში.

რეზოლუციის თანახმად, რუსეთს "პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე 2014 წლის ივლისში, რა დროსაც დაიღუპა 298 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი", ასევე სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფაზე, 2010 წელს, რომელსაც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონელი მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურები ემსხვერპლნენ - სულ 96 ადამიანი.

"რუსი სამხედროები ახორციელებენ თავდასხმებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რის შედეგადაც უკვე დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი. რუსეთის ფედერაცია და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურები და შეიარაღებული დაჯგუფებები ახორციელებენ ტერორისტულ აქტებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯას, სექსუალურად ძალადობენ და აწამებენ მოქალაქეებს, ასევე ბავშვებს იტაცებენ ოჯახებიდან და გაჰყავთ ქვეყნიდან მათი შემდგომი რუსიფიკაციის მიზნით, ხდება მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია, უკრაინის მოქალაქეების იძულებითი გაწვევა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ქონების წართმევა. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია ჟენევის კონვენცია ტყვეებთან მოპყრობის შესახებ", - ნათქვამია რეზოლუციაში.

მანამდე, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S