
დეგნანი: "სააკაშვილთან დაკავშირებით სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს პირადი ინფორმაციის და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით"
15/12/2022 06:31:30 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები, მათ შორის პირადი ინფორმაციის დაცვით უნდა წარიმართოს.
"მთავრობა პასუხისმგებელია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, იღებდეს იმ სამედიცინო დახმარებას, რაც ესაჭიროება და დაცული იყოს სამართლიანი სასამართლო პროცესით უზრუნველყოფის უფლება. ეს არის არსებითად მთავრობის პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პროცესი უნდა გაგრძელდეს ადამიანის ძირითადი უფლებების მიხედვით და პირადი ინფორმაციის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით“, - აღნიშნა ელჩმა.