Accentnews.ge
ჰერჩინსკი: "სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული"

ჰერჩინსკი: "სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული"

15/12/2022 06:39:20 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, "ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული".

„შეშფოთებული ვართ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო. ჩვენ ამ საკითხს ვაყენებთ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი უფლება სრულად დაცული იყოს, დაცული იყოს მისი, როგორც პატიმრის უფლება და ასევე მისი, როგორც განსასჯელის უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მას მიეცემა სასამართლოს წინაშე წარდგენის საშუალება. 21-ე საუკუნეში და ისეთ განვითარებულ ადგილზე, როგორიც თბილისია, რთული გასაგებია, რატომ არ ჰქონდა მას სასამართლოზე დასწრების საშუალება. ვიმედოვნებ, ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, მან ეს ონლაინ რეჟიმში გააკეთოს, ვინაიდან მისი, როგორც განსასჯელის უფლება სრულად უნდა იყოს დაცული. მოხარული ვართ იმით, რომ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მან გადაწყვიტა არ გააგრძელოს შიმშილობა, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობას არ წაადგებოდა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდეგ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო დაადგენს", - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S