Accentnews.ge
კოფი: "აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, ახალქალაქში გაგზავნონ"

კოფი: "აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, ახალქალაქში გაგზავნონ"

25/10/2019 04:41:42 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე წერს:

„შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას.

აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქა.

ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“.

განახლება

მოგვიანებით ანალიტიკოსმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა:

"რამდენიმე შენიშნვა:

რამდენადაც მე ვიცი, ეს არ განიხილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ.

ბევრი ამბობს "როგორ იქნება ლოჯისტიკის მხრივ?" ეს 750კმ-ია - ვფიქრობ ამერიკელი სამხედროები ამას დაძლევენ.

ვინც ამბობს - "როგორ იქნება საქმე თურქეთთან", არ იცნობენ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობას.

დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება".


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S