Accentnews.ge
ბურჭულაძე: "თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი მოვიშორეთ, ეს იქნება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტილება"

ბურჭულაძე: "თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი მოვიშორეთ, ეს იქნება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ გადაწყვეტილება"

15/12/2022 07:29:15 პოლიტიკა, თავდაცვა

"თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერი, რომ "ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივია და არ შეიძლება ასე მოხდეს".

"მე ვთხოვ ყველას ევროკავშირში, ნუ მიიღებენ საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ, ეს არის საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის საწინააღმდეგო ნარატივი და არ შეიძლება, ასე მოხდეს. პირადად მე ვამბობ და ბევრი თანამოაზრე მყავს, თუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ იმის გამო, რომ მოვიშორეთ ტოტალიტარული სადისტური რეჟიმი, ეს იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S