Accentnews.ge
ასადოვი: "საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობები მუდმივად ვითარდება"

ასადოვი: "საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობები მუდმივად ვითარდება"

15/12/2022 08:49:39 პოლიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ალი ასადოვის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობები მუდმივად ვითარდება.

როგორც მან საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები. ჩვენ ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მჯერა, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს მხრიდან განხორციელებულია მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომლებსაც ერთობლივად ახორციელებენ აზერბაიჯანი და საქართველო. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება. ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში და ვითარდება ჩვენი ურთიერთობები ყველა სფეროში. მჯერა, რომ დღეს თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესებს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მომდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე პანდემიის ადა გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პოტენციალი არსებობს და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი სამთავრობოთაშორისი კომისია ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუწყობს“,-განაცხადა ალი ასადოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S