Accentnews.ge
პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

15/12/2022 09:29:22 ევროპა

პოლონეთის სეიმმა რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის მხარდამჭერ და ტერორისტული მეთოდების გამომყენებელ სახელმწიფოდ აღიარა. შესაბამისი დადგენილება ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი "სისტემატიურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს წესდებასა და სხვა ვალდებულებებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულებსა და გენოციდს, დაკავებულია მტრული ეკონომიკური საქმიანობით".

გარდა ამისა, დადენილებაში ნახსენებია რუსეთის პირდაპირი პასუხისმგებლობა მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი "ბოინგის" (MH17) 2014 წლის ივლისის ვარდნაზე, რის შედეგადაც ეკიპაჟის წევრები და 298 მგზავრი დაიღუპნენ. მოსკოვს ბრალი ედება ასევე 2010 წლის აპრილში პოლონური სამთავრობო თვითმფრინავის ვარდნაზე სმოლენსკში, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 96 პირი, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პოლონელი და ნატო-ელი სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპნენ.

დოკუმენტში რუსეთი "საერთაშორისო მეკობრეობის აქტშიცაა" დადანაშაულებული - სწორედ ასე ფასდება უკრაინული პორტებისა და საზღვაო კავშირის ბლოკირება.

პოლონელი დეპუტატები მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, შეიმუშავოს მექანიზმები უკრაინისთვის სამხედრო რეპარაციებისა და ომით დაზარალებული სხვა სახელმწიფოებისთვის კომპენსაციების გადახდის უზრუნველსაყოფად.

მანამდე ანალოგიური დადგენილებები მიიღეს ნიდერლანდების, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა, ასევე ნატო-სა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S