Accentnews.ge
„დინამოსთან“ ხელშეკრულება ორმა ესპანელმა ფეხბურთელმა შეწყვიტა

„დინამოსთან“ ხელშეკრულება ორმა ესპანელმა ფეხბურთელმა შეწყვიტა

21/05/2019 18:24:53 სხვა, საზოგადოება

თბილისის „დინამო“ ორ ესპანელ ლეგიონერს დაემშვიდობა – გუნდი 27 წლის თავდამსხმელმა ფრან კარბიამ და 26 წლის მცველმა სერხიო ნოჩემ დატოვეს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

თბილისური კლუბის პრეს–სამსახურის ცნობით, მათ „დინამოსთან“ არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს და გუნდს დაემშვიდობნენ.

კარბია და ნოჩე „დინამოში“ ზამთარში დაიმატეს, მათი ტრანსფერები გუნდის ფაქტობრივი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის გადაწყვეტილება იყო. მაგრამ მათ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ვერ მოახერხეს. ნოჩემ მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა, კარბიამ კი – 11, ძირითად შემადგენლობაში ხუთჯერ მოხვდა და ორ გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S