
საქართველოში ნატო–ს გემები შემოდიან
25/10/2019 05:14:00 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა
25 ოქტომბერს ბათუმის ნავსადგურში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის სამი გემი - იტალიის საფლაგმანო ხომალდი VESUVIO და ხომალდი NUMANA და თურქეთის ხომალდი AMASRA შევა.
ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს. გემების დახვედრის ოფიციალური ცერემონია 12 საათზეა დაგეგმილი.
ნატო-ს ხომალდების შემოსვლამდე ბათუმის პორტს დატოვებს ამერიკული სამხედრო გემი Porter-ი, რომელიც საქართველოში 22 ოქტომბრიდან იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის თემურ კეკელიძის ინფორმაციით, ნატო-ს მუდმივმოქმედი შენაერთის და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები და აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.
ცნობისთვის: ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შეანერთის გემები ბათუმის პორტს 2017 და 2018 წლების შემოდგომაზეც სტუმრობდნენ.