Accentnews.ge
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილსა და ალი ასადოვს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილსა და ალი ასადოვს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

15/12/2022 10:43:39 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას და მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული, ჰუმანიტარული მიმართულებებით არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების ვითარებას რეგიონსა და მსოფლიოში" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S