
ნოემბერში რუსეთიდან გზავნილების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა
15/12/2022 10:58:05 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ რეკორდულად მაღალი, 521.2 მილიონი აშშ დოლარი (1 მილიარდ 421.8 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 151.4%-ით (313.8 მილიონი აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ნოემბრის თვეში რეკორდულად მაღალია ფულადის გზავნილების ოდენობა რუსეთის ფედერაციიდან.
რუსეთიდან ბოლო 1 თვეში 316 მილიონი აშშ დოლარზე გადმორიცხეს. ეს არის თანხის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც რუსეთიდან საქართველოში გზავნილების სახით 1 თვეში შემოსულა.
ტოპ 10 ქვეყანა, საიდანაც ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმორიცხეს:
- რუსეთის ფედერაცია - 316 მილიონი, მატება წინა წელთან 819%
- იტალია - 36 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
- აშშ - 29 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
- ყირგიზეთი - 20 მილიონი, მატება წინა წელთან 206%
- საბერძნეთი - 19 მილიონი, მატება წინა წელთან -2%
- ისრაელი - 17 მილიონი, მატება წინა წელთან 1%
- გერმანია - 15 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
- ყაზახეთი - 11 მილიონი, მატება წინა წელთან 14%
- ესპანეთი - 5 მილიონი, მატება წინა წელთან 3%
- საფრანგეთი - 4 მილიონი, მატება წინა წელთან 20%