
სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
16/12/2022 06:01:01 ევროპა
სლოვაკეთში პარლამენტმა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
გამოცემა Dennik N-ის ცნობით, უნდობლობის ვოტუმს, რომელიც პარტიების - SaS და Hlas დეპუტატებმა წარადგინეს, მხარი 78 პარლამენტარმა დაუჭირა, როდესაც 76 იყო საჭირო, წინააღმდეგ 20 პარლამენტარი წავიდა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ ჰეგერის პარტია OL’aNO-ს დეპუტატებმა კენჭის ყრის დროს დარბაზი დატოვეს.
სლოვაკეთის მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა სუზანა ჩაპუტოვამ პრემიერი უნდა გადააყენოს და შემდეგ არჩევნებამდე ედუარდ ჰეგერის მთავრობა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსში იმუშავებს. სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის ბორის კოლარის თქმით, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, 2023 წლის მაის-ინვისში ჩატარდეს.