
ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ
16/12/2022 06:07:06 ევროპა
რამდენიმე დიპლომატიურმა წყარომ მედიას განუცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა.
სანქციების პაკეტმა პარასკევს უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა, რის შემდეგაც მის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი,– წერს Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით, ერთი კვირის წინ გამოაცხადა.
ამასთან, მომავალ წელს უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გადაეცემა.