
კანონის უზენაესობა, ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური კადრები – რა საკითხებს ასახელებენ ინვსტორები საქართველოს მთავარ გამოწვევად
16/12/2022 06:19:27 ეკონომიკა
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ BMG-ისთან ისაუბრა.
მისი თქმით, დღეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველოს უპირველესი გამოწვევა კანონის უზენაესობაა.
ამასთამ, სებასტიან მოლინეუსი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და კვალიფიციური კადრების დეფიციტზე.
“აქ მინდა გავიხსენო ინვესტორთა გამოკითხვა, რომელსაც მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები რეგულარულად ატარებენ. ინტერვიუები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება და აჩვენებს, რა არის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები ინვესტორებისთვის. საქართველოს შემთხვევაში, პირველი რასაც ასახელებენ ეს კანონის უზენაესობაა – აქაც, სახელმწიფოს აქვს თავისი როლი და მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რაც ინვესტორებს ამ კუთხით ესმით. მეორე რაც მათთვის მნიშვნელოვანია – ეს ძლიერი ინფრასტრუქტურაა: საქართველოში ამ მხრივ ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა დაუსრულებელია და ეს გასაგებია, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან რთული და ძვირია. საქართველოს აქვს ფოთის პორტიც, რომელიც მოქმედია – და ბოლოს, და ბოდიში რომ ამას ვიმეორებ, მაგრამ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია უნარიანი მუშახელი. ინვესტორების უმრავლესობას არ აქვს წვდომა პროფესიონალ სამუშაო ძალაზე და ესეც აჩერებს ინვესტორებს, რომ შემოვიდნენ საქართველოში და ის სარგებელი მიიღონ, რასაც ელოდებიან ამ ქვეყანაში ინვესტირების შედეგად,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.