Accentnews.ge
ლიონში ხანძარს 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

ლიონში ხანძარს 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა

16/12/2022 07:27:47 ევროპა

საფრანგეთში, ლიონში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე. ოთხი ადამიანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძარი დაახლოებით, ღამის 03:00 საათზე შვიდსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S