ენმ–ის წევრებმა ბათუმის საკრებულოში ბოიკოტი გამოაცხადეს
16/12/2022 07:31:45 პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ბოიკოტს აცხადებენ და სხდომებზე დასწრებას არ აპირებენ.
ენმ–ის წევრმა რეზო ხარაზმა გადაწყვეტილების მიზაზად ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დაასახელა.
“ქართული ოცნება” ამ ქვეყანაში დემოკრატიას ასამარებს, გვიზღუდავს ევროპულ გზას, მეტიც – კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში “ქართული ოცნების” წევრებთან ჯდომა, ნიშნავს პირდაპირ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან. ჩამომპალი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, რომელიც ჩვენს ევროპულ მომავალს ანგრევს, უნდა დაინგრეს. ამიტომ ერთადერთი გზა ევროპულ მომავალზე გადის, თავისუფლებსა და თითოეული ჩვენგანის ხმის ამოღებაზე. ჩვენ არ ვაპირებთ აქ ჯდომას და “ქართულ ოცნებასთან” ყოფნას, ერთი მიზეზის გამო, ისინი საქართველოში საქართველოს კლავენ, კლავენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს. ამიტომ პროტესტი ქუჩაში უნდა გაგრძელდეს. ეს ხელისუფლება მოუსავლეთში უნდა გავუშვათ”,- განაცხადა რეზო ხარაზმა.
იხილეთ ასევე: პარლამენტში მოშიმშილეებს კიდევ ერთი დეპუტატი შეუერთდა, ისინი პაპუაშვილმა მოინახულა


