Accentnews.ge
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია

16/12/2022 08:46:08 ევროპა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორის ვიტალი კიმის ცნობით, რუსეთმა მორიგი მასშტაბური შეტევა წამოიწყო და უახლოეს ხანში უკრაინის საჰაერო სივრცეში, სულ მცირე, 60 რაკეტა შევა.

საჰაერო შეტევის მანიშნებელი სიგნალი უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8 საათიდან ჩაირთო. განგაშის სიგნალი ისმოდა კიევში, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებში.

ტელეგრამარხებში იუწყებიან, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით „ხა-101“-ის ტიპის რაკეტები გაუშვა.

მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S