
მკვლელობა, წამება – 90–იან წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის სალიჰ მუსტაფას 26 წელი მიუსაჯეს
16/12/2022 10:30:38 ევროპა
კოსოვოს ტრიბუნალმა 26 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილ მეთაურს, რომელიც სატუსაღოს განაგებდა 1998-1999 წლებში – სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში.
სალიჰ მუსტაფა დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, თვითნებურ დაკავებასა და წამებაში.
კოსოვოს ოლქი 2008 წელს ცალმხრივად გამოეყო სერბეთს. ის საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილმა ცნო. შეიარაღებული კონფლიქტი ალბანელ სეპარატისტებსა და სერბეთს შორის1996 წელს გამწვავდა. კოსოვოელ ალბანელებს სურდათ კოსოვოსა და მეტოხიის დამოუკიდებლობა, რის კატეგორიული წინააღმდეგი იყო სერბეთი. 1999 წლის მარტში ომში ჩაერია ნატო და დაბომბა სერბეთის ტერიტორია, რის შემდეგაც კოსოვოში განთავსდა საერთაშორისო ძალები.