![შსს–მ ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/318745580_544919887494667_5417637645953743238_n.jpg)
შსს–მ ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]
16/12/2022 10:47:28 სამართალი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში, ნიახურის ციხის დაზიანების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე 2 პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
სამე ეხება 15 დეკემბერს გამოვეყნებულ ვიდეოს. ვიდეოში, რომლის გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, ორი ადამიანი ჩანს, ერთ-ერთი ციხის შესასვლელ კარს ფეხს ურტყამს. ორივე რუსულ ენაზე ლაპარაკობს.
როგორც ირკვევა, კადრებში ფიგურირებს რეილ არსლანოვი – პოპულარული ბლოგერი ყაზანიდან. ის ამბობს, რომ მისი ქმედებების მიზანი იყო „სახალისო ვიდეოს გადაღება“.
სკანდალი მისი საქართველოდან წასვლის შემდეგ ატყდა.
აღშფოთებული კომენტარების საპასუხოდ არსლანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მეგობრებო, საქართველოდან, ნუ იქნებით ასეთი უხეშები. მივხვდით ჩვენს შეცდომას."