Accentnews.ge
პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

16/12/2022 10:55:21 პოლიტიკა, რეგიონები

16 დეკემბერს პარლამენტმა 81 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს სხდომებს შორის ფუნქციების ახლებურად განაწილება ხდება.

კერძოდ, ცვლილებები, მუნიციპალიტეტისს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერისა და საკრებულოს პასუხისმგებლობის ახლებურად ანაწილებს და მერს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს: თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ დამტკიცდება, უფლებამოსილება მხოლოდ საკრებულოს შეუწყდება და ახალი არჩევნები დაინიშნება, მერი კი თანამდებობას შეინარჩუნებს.

რაც შეეხება საკრებულოს ფუნქციონირებას, არჩევნების ჩატარებამდე და ახალი საკრებულოს პირველი სხდომის გამართვამდე, საკრებულოს წევრები დროებითი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.

ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს აღარ დაამტკიცებს და ამ ფორმით თვითმმართველობის საქმიანობაში აღარ ჩაერევა.

ცვლილებების ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აღნიშნულ ცვლილებებს მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ეს საკრებულოს როლს მნიშვნელოვნად დაააკნინებს და ადგილობრივ თვითმმართველობას მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S