Accentnews.ge
პარლამენტთან აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

პარლამენტთან აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი დააკავეს

16/12/2022 11:45:16 სამართალი

პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე “ანტიკორუფციული მოძრაობის” 2 წევრი - დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს დამნაშავედ მიიჩნევენ. კერძოს, მათი თქმით, ის ეს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "წამების მონაწილეა".

"ვიდეოკადრებით, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წამებას ასახავს, მინისტრი ფაქტობრივად ამაყობს. ის არათუ შეუფერებელია დაკავებული თანამდებობისთვის, არამედ შეიძლება, ითქვას, რომ სისხლის სამართლის დანაშაულიც აქვს ჩადენილი. მის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გავმართეთ და მოვითხოვეთ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული "ტრანსფერი". ეს აქციები აუცილებლად გაგრძელდება. სამწუხაროდ, ამ აქციაზე რუსულ, მილიციურ სტილში ჩვენი ორი თანამებრძოლი - დათო დიღმელაშვილი და ლუკა კორკოტაშვილი დააკავეს. ისინი უბრალოდ იდგნენ და გამოხატავდნენ თავის მოქალაქეობრივ პოზიციას”, - განაცხადა ორგანიზაციის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S