
ულან-უდეში (რუსეთი) ახალი ვერტმფრენის ვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა
16/12/2022 11:50:37 სამართალი
ბურიატიის (რუსეთის რეგიონი) დედაქალაქ ულან-უდეში, აეროპორტ "ბაიკალის" გასამართი კომპლექსის სიახლოვეს ვერტმფრენის ვარდნასა და შემდგომ ხანძარს სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება რუსული მედია.
ბურიატიის ხელმძღვანელ ალექსეი ციდენოვის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა დღეს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:40 სთ-ზე მოხდა. დაშვებისას აფეთქდა ახალი МИ-8, რომელიც ჯერ არ იყო ექსპლუატაციაში.
"მგზავრები ბორტზე არ იყვნენ. ვერტმფრენში მხოლოდ ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა და სამწუხაროდ, ხანძრის შედეგად სამივე დაიღუპა" - აღნიშნა მან.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასროფის მიზეზად შესაძლოა, ტექნიკური გაუმართავობა ან ეკიპაჟის შეცდომა ქცეულიყო.