Accentnews.ge
ხაჭაპურიძე: "16 დღეა, პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა აქვს და ექიმებისთვის არ მიუწოდებია"

ხაჭაპურიძე: "16 დღეა, პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა აქვს და ექიმებისთვის არ მიუწოდებია"

16/12/2022 12:22:13 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 16 დღეა, პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტები უდევს და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ.

მისი დასკვნი, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ „პენიტენციურ სამსახურს არ აინტერესებს, მიხეილ სააკაშვილი მოკვდება, გადარჩება“.

ადვოკატი ამბობს, რომ პენიტენციური სისტემა ვალდებული იყო, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის დასკვნა კლინიკა „ვივამედისთვის“ მიეწოდებინა, ხოლო ადვოკატებს მსგავსი შესაძლებლობა არ აქვთ.

„გუშინ საღამოს ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ნინო ნადირაძემ [„ვივამედის“ დირექტორი] შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა: თქვა, „სად არიან ადვოკატები, რატომ არ მაძლევენ ექსპერტიზის დასკვნასო?“. ეს არის 15 დეკემბერი. სასამართლოს პირველ დეკემბერს ჩემ მიერ ჩაბარდა დასკვნა და 21 ტომი მტკიცებულებები, რომელიც დაუყოვნებლივ პენიტენციურ სამსახურსაც გადაეცა. პენიტენციურის სამსახურის ხელშემკვრელი მხარე არის „ვივამედი“ და ისინი ვალდებულები იყვნენ, 2 დეკემბერსვე გადაეცათ ეს მასალები „ვივამედისთვის“ და „ვივამედი“ გაცნობილი უნდა იყოს ამას, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ღონისძიებას ატარებდეს. ანუ გაირკვა, რომ 15 დეკემბერს პენიტენციურ სამსახურს კლინიკა "ვივამედისთვის" არანაირი მასალები არ მიუტანია. ჩვენ ადვოკატებს ამის ვალდებულება არა თუ არ გვაქვს, არ შეიძლება მე კლინიკას რაიმე დოკუმენტები გადავცე.

ირკვევა, რომ „ვივამედმა“ არც კი იცის რაზე არის საერთოდ საუბარი და ხალხო, კითხვა მაქვს - რა ადეკვატურ მკურნალობაზე მიდის ამის მერე საერთოდ საუბარი? ანუ 16 დღეა დოკუმენტები უდევთ და ექიმებისთვის არც კი მიუწოდებიათ და ამის მერე შეიძლება ოდნავ მაინც სერიოზულად მოუსმინო იმ დეპუტატების საუბარს, რომლებიც გამოდიან და იძახიან, რომ სააკაშვილს თურმე ადეკვატური მკურნალობა უტარდება?“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S