Accentnews.ge
ბექა ძამაშვილი:"ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილებით ნებისმიერი კითხვის ნიშანი, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ 2008 წლის ომში, საბოლოოდ გამოირიცხა"

ბექა ძამაშვილი:"ჰააგის პროკურორის დღევანდელი გადაწყვეტილებით ნებისმიერი კითხვის ნიშანი, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ 2008 წლის ომში, საბოლოოდ გამოირიცხა"

16/12/2022 16:18:01 სამართალი

ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, დაარღვია თუ არა რამე საქართველომ ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არც ერთი დარღვევა.

როგორც ბექა ძამაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილებები აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია.

„პირველ რიგში, ჰააგის პროკურორს დღევანდელი გადაწყვეტილება მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს გმირ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის ომში იბრძოდნენ. ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სამხედროებმა 2008 წელს სამხედრო მოქმედებები აწარმოეს საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რაც შეიძლება ვინმეს ჰქონოდა, საქართველომ დაარღვია თუ არა რამე ამ ომში, საბოლოოდ გამოირიცხა. ჰააგის პროკურორმა საბოლოოდ დახურა გამოძიება 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიება მხოლოდ იმ ნაწილში გაგრძელდება, სადაც გამოკვეთილია დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ეპიზოდებზე. საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს პროკურორმა გამოკვეთა ეთნიკური ოსების და რუსი გენერლის პასუხისმგებლობა ამ ომში, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ომის დანაშაულები. დღევანდელი გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაულები ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, იყო მასშტაბური. დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა, საქართველოს დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად დაიხურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. საქართველომ საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა სუფთად მოიგო, არც სტრასბურგში, არც ჰააგაში არ გამოკვეთილა არც ერთი დარღვევა. სტრასბურგის სასამართლოში 3 300 საჩივარი იყო შეტანილი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის კოორდინაციით და იქაც სუფთად მოიგო საქართველომ ყველა საქმეში. ეს გადაწყვეტილებები სტრასბურგში და ჰააგაში აჩვენებს იმას, რომ 2008 წლის ომში თუ ვინმე არღვევდა რამეს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებული პირები“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა. კარიმ ხანის განცხადება ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისმა დღეს გაავრცელა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S