
შვეიცარია რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს უერთდება
16/12/2022 17:21:17 ევროპა
შვეიცარია რუსული ნავთობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს უერთდება,- ნათვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს პრეს-რელიზში.
“უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიისა და სტაბილურობის დამრღვევი ქმედებების საპასუხოდ 3 დეკემბერს ევროკავშირი შეთანხმდა მიეღო ახალი სანქციები, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტებზე ფასების შეზღუდვას ეხება. ეს გულისხმობს ისეთი პროდუქტების ტრანსპორტირებაზე აკრძალვას, რომლებიც ზედა ზღვარზე ძვირად იყიდება, სავაჭრო და საშუამავლო სერვისებზე აკრძალვას. 16 დეკემბერს ფედერალურმა საბჭომ მიიღო ეს დებულებები და შვეიცარიის ზომები ევროკავშირის ზომებთან შეუსაბამობაში მოიყვანა”, - წერია განცხადებაში.
ამასთან, შვეიცარიამ ფინანსური შეზღუდვები დაუწესა ორ ორგანიზაციას, ასევე ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა ორ ადამიანს: ეს ზომები ირანელ პირებსა და ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც ევროკავშირმა 14 დეკემბერს დაასანქცირა უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავებასა და რუსეთისადმი მიწოდებისთვის.