
აზერბაიჯანი რუმინეთში გაზის მიწოდებას იწყებს
16/12/2022 18:45:31 კავკასია
აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-სა და რუმინულ "Romgaz S.A."-ს შორის გაფორმდა შეთანხმება აზერბაიჯანული გაზის რუმინეთში მიწოდების თაობაზე.
სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 2023 წლის 1 იანვრიდან ტრანსადრიატიკული მილსადენით (TAP) გაზის სამხრეთ დერეფნის ევროპული განშტოებისთვის ინტერკონექტორ საბერძნეთი-ბულგარეთის (IGB) გავლით ბუნებრივი აირის გეგმიურ ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
"შეთანხმება ემსახურება აზერბაიჯანის სტრატეგიულ მიზანს, ევროპულ ქვეყნებთან ახალი ორმხრივი პარტნიორობების ფარგლებში გაზის მიწოდებების დივერსიფიკაცია მოახდინოს. დოკუმენტს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 18 ივლისის მემორანდუმის საფუძველზე მოეწერა ხელი. თავად მემორანდუმის ერთ-ერთ მიზანს ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდებების გაზრდა და ევროპულ ენერგოუსაფრთხოებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს" - ნათქვამია კომპანია SOCAR-ის განცხადებაში.