Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება"

ირაკლი ღარიბაშვილი:"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება"

17/12/2022 13:12:18 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან შეხვედრას, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე-ლონელ ჩუკასთან. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ რეგიონალური პროექტების მნიშვნელობაზე და შავი ზღვის მზარდ როლზე. რუმინეთის მადლობელი ვარ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-რუმინეთის პარტნიორობა საერთო ინტერესების მქონე მრავალი მიმართულებით გაღრმავდება“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S