
პრეზიდენტი – შავი ზღვის კაბელის შესახებ: "ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს"
17/12/2022 14:07:09 პოლიტიკა
ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს, – ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შავი ზღვა ევროპული ხდება.
„მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს“, – წერს ზურაბიშვილი.