Accentnews.ge
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა იჩქერიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა იჩქერიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა

19/12/2022 09:26:40 კავკასია

იჩქერია დამოუკიდებლობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შემდეგ მიიღებს, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.

"როგორც კი პუტინი აღარ იქნება, იჩქერია დამოუკიდებელი ქვეყანა გახდება. კადიროვით [ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი - რედ.] თუ მის გარეშე, მერწმუნეთ, ეს აუცილებლად მოხდება, თანაც ძალიან მალე, რადგან იჩქერია დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რუსეთის ფედერაციასთან", - განაცხადა დანილოვმა გამოცემა "Украинская правда"-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, "პუტინი რომ ნებას არ რთავდეს კადიროვსა და მის თანამზრახველებს, რუსეთის ნებისმიერ ქალაქში ის აკეთონ, რასაც სჩადიან, იჩქერია დიდი ხნის წინ აჯანყდებოდა და უკვე თავისუფალი იქნებოდა".

"რეალურად, პუტინს კადიროვის ეშინია, რადგან ესაა ადამიანი, რომელსაც მისთვის დიდი პრობლემების შექმნა ძალუძს", - დასძინა დანილოვმა.

  • ოქტომბერში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა უკრაინაში მეომარ ჩეჩნებს სამშობლოში დაბრუნებისა და "სანამ გვიანი არაა, იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისკენ" მოუწოდა.
  • 14 დეკემბერს უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქციათაშორისი სადეპუტატო გაერთიანება "თავისუფალი იჩქერია" გაჩნდა, რომელიც 12 დეპუტატისგან შედგება და ურთიერთქმედებს ამასწინათ საფრანგეთში დაარსებულ ჩეჩნური დიასპორის მოძრაობა "ერთიან ძალასთან".
  • 20 ივლისს უმაღლეს რადაში შექმნა სადეპუტატო ჯგუფი "თავისუფალი კავკასიისთვის", რომელიც როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს აერთიანებს. შემდგომში მან რადაში ჩერქეზების გენოციდისა და იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების საკანონმდებლო ინიციატივები წარადგინა.
  • ოქტომბერში რადამ ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად ერთხმად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდიც ერთხმად დაგმო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S