
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს, დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს
25/10/2019 09:09:12 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. განცხადება საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.
გვრიტიშვილი განმარტავს, მიმართვის საფუძველია, რომ ანა დოლიძე ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას, რაც იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.
მისი თქმით, "დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც; სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.
მიმართვას დევნად აფასებს თავად დოლიძე:
"იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს სალომე ზურაბიშვილს რომ დამატოვებინოს იუსტიციის საბჭო. ეს დევნა მოსალოდნელი იყო ჩემი აქტიურობის შედეგად. დღეს შუადღეს 1400 ჩემი ბრიფინგი ამ თემაზე იუსტიციის საბჭოში”.
შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.