
პუტინმა უკრაინის საკითხზე მერკელთან და მაკრონთან ისაუბრა
21/05/2019 20:08:53 სხვა, მსოფლიო
პუტინმა უკრაინის საკითხზე მერკელთან და მაკრონთან ისაუბრა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საკითხზე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან განიხილა,– ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
მისი ცნობით, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინაში ხელმძღვანელობის ცვლილებაზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ განხორციელდა. ამასთან, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის თემას.
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა.