Accentnews.ge
მოლდოვას სპეცსამსახური 2023 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის მაღალ რისკს ხედავს

მოლდოვას სპეცსამსახური 2023 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრის მაღალ რისკს ხედავს

19/12/2022 16:13:47 ევროპა

მოლდოვას ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე მუსტიაცე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რუსეთის შესაძლო შეჭრის რისკი კვლავ რჩება, ეს შესაძლოამ 2023 წელს განხორციელდეს, თუმცა დამოკიდებული იქნება უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე.

მისი თმით, საკითი ასე კი არ დგას, განახორციელებს თუ არა რუსეთის ფედერაცია ახალ შეტევას მოლდოვის ტერიტორიის მიმართულებით, არამედ როდის მოხდება ეს: წლის დასაწყისში, იანვარში, თებერვალში თუ მოგვიანებით – მარტსა, თუ აპრილში.

„თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით, რაც ჩვენ გვაქვს, რუსეთს შეუძლია, უფრო შორს წავიდეს და შექმნას დერეფანი დნესტრისპირეთის რეგიონთან, რომელიც არის მოლდოვას ტერიტორია. მაშინ გაირკვევა, რომ დიახ, ისინი აპირებენ აქ მოსვლას. რა იქნება ამის შემდეგ მათი განზრახვები კიშინიოვთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ეს არის რეალური და არის ძალიან მაღალი რისკი“, - განაცახდა მან ადგილობრივ მედიასთან.

სპეცსამსახურის ხელმძღვანელმა შეახსენა საზოგადოებას, რომ ევროპაში ყველაზე დიდი საბრძოლო მასალის საცავი, რომელსაც რუსები იცავენ, მდებარეობს დნესტრისპირეთის რეგიონში და რუსეთის ფედერაციის ჰიპოთეტური შეჭრა მოლდოვაში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ამ საბრძოლო მასალის გამოყენებასთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S