
ზელენსკიმ რუსეთის მიერ ირანიდან მიიღებული ახალი დრონების რაოდენობა დაასახელა
19/12/2022 16:45:43 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების „შაჰედ“ –ების ახალი პარტია, რომელიც რუსეთმა ირანიდან მიიღო, მოიცავს 250 დრონს.
„ამ ღამით უკრაინას კვლავ თავს დაესხნენ ირანული დრონებით. 34 „შაჰედი“! ძალიან კონკრეტულად ვამბობ რაოდენობას და სახელწოდებას – ეს „შაჰედებია“ რუსეთის მიერ ირანიდან მიღებული ახალი პარტიიდან. 250 ცალი - ეს არის "შაჰედების" ჯამური რაოდენობა, რომელიც ტერორისტულმა სახელმწიფომ ახლა მიიღო", - განაცხადა მან გაერთიანებული სამეფოს გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ლიდერებისადმი მიმართვისას.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსული რაკეტები და ირანული დრონები მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკულ სექტორზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმისთვის: უკრაინაზე მხოლოდ ერთმა მასიურმა შეტევამ 20 მილიონზე მეტი ადამიანი დააზიანა.
„შედეგად,უკრაინის რეგიონების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მთლიანობაში, 16 დეკემბერს საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება 22 მილიონ 408 ათას უკრაინელს შეუწყდა, 10 მილიონზე მეტ ადამიანს არ აქვს წყალი და გათმობა. წარმოიდგინეთ ამ ტერორის მასშტაბები და წარმოიდგინეთ, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია! ახლა ბევრი თვალსაზრისით თქვენზეა დამოკიდებული, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი. რაც უფრო წარმატებული იქნება ჩვენი თავდაცვის ძალები, მით უფრო სწრაფად განიცდის კრახს რუსული აგრესია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
17 დეკემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიიღო ირანული კამიკაძე–დრონების ახალი პარტია.
რუსეთსა და ირანს შორის თანამშრომლობა გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამ ომში, როგორც უკრაინამ და დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რუსეთი იყენებს ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ქალაქებზე მასიური თავდასხმების დროს. მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, ხანგრძლივ დროის განმავლობაში უარყოფდა ირანი დრონების მიწოდებს, შემდეგ კი განაცხადა, რომ მიაწოდა, თუმცა ომამდე.