Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ

19/12/2022 18:00:40 ევროპა

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ,– ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობის სპიკერმა დიმიტრი ჩერნიკოვმა განაცხადა

Bloomberg-ის ცნობით, ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბუნებრივი აირის ფასი 180 ევროს დონეზე შეიზღუდოს, რითაც დასრულდება მრავალთვიანი პოლიტიკური დებატები, ჩაერიონ თუ არა ენერგეტიკულ კრიზისში, რომელიც რეგიონს რეცესიით ემუქრებოდა.

ე.წ გაზის ბაზრის კორექტირების მექანიზმი, რომელიც შექმნილია ფასების უკიდურესი რყევების თავიდან ასაცილებლად, 15 თებერვლიდან ამოქმედდება.

მედია აღნიშნავს, რომ მიღებული ზღვარი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკომისიის წინა შეთავაზება.

5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის და რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვის შესახებ.

მანამდე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ რუსეთიდან საზღვაო გზით ექსპორტირებული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის დაწესებაზე, ბარელზე 60 დოლარის ოდენობით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S