Accentnews.ge
მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

მოქალაქე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

19/12/2022 19:18:04 სამართალი

აგარის მკვიდრი ნიკა ოსაძე ადგილობრივ პოლიციელებს ცემასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც ოსაძემ "ფორმულას" განუცხადა, ადგილობრივმა პოლიციელებმა 17 დეკემბერს დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოსაძის თქმით, პირადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის უფროსმა სოსო გელაშვილმა და თანამშრომელმა გიორგი თურმანიძემ.

მისი ოჯახის წევრების თქმით, ნიკა ოსაძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება და სწორედ ამიტომ, პოლიციელები მუდმივად ავიწროებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S