
უკრაინის გენშტაბი ცხელ წერტილებში არსებულ ვითარებაზე ცნობებს ავრცელებს
19/12/2022 19:33:40 ევროპა
რუსული ჯარები აგრძელებენ თავდასხმას ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით, ცეცხლი გაუხსნეს 25 დასახლებულ პუნქტს, იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
„მტერი აგრძელებს თავდასხმის ოპერაციებს, ცეცხლს ხსნის ტანკებიდან, სარაკეტო– საარტილერიო ნაღმტყორცნებიდან ჩვენი პოზიციების მიმართულებით ოცდახუთი დასახლებული პუნქტის რაიონებში. მათ შორისაა, ვერხნეკამენსკოე, ბერესტოვოე, იაკოვლევკა, სოლედარი, გრიგოროვკა, ბახმუტსკოე, ბახმუტი, ჩასოვ იარი, კლეშჩიევკა, ანდრეევკა, კურდიუმოვკა, ავდიევკა, კრასნოგოროვკა, მარიინკა და დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკა“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინის შტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, რუსული ჯარები არ წყვეტენ დაბომბვას ზაპოროჟიეს ოლქის თემიროვკას, კრასნოეს, მალი შჩერბაკისა და პლავნის დასახლებების.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ასევე იუწყება რუსული ჯარების მიერ დაბომბვის განხორციელების შესახებ სლობოჟანსკის, კუპიანსკის და ლიმანსკის მიმართულებით.