Accentnews.ge
უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა ოფიციალური პირი, რომელიც დაეხმარა რუსეთს ყირიმისთვის წყლის მიწოდებაში

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადგინა ოფიციალური პირი, რომელიც დაეხმარა რუსეთს ყირიმისთვის წყლის მიწოდებაში

19/12/2022 20:08:54 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კოლაბორაციონიზმის მუხლით ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც ორგანიზებას უწევს ანექსირებული ყირიმისთვის მტკნარი წყლის მიწოდებას.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ გადაკეტა ჩრდილოეთ ყირიმის არხი. 2022 წელს რუსი სამხედროების მიერ ხერსონის ოლქის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის არმიამ არხზე კონტროლი მოიპოვა და წყალმომარაგება განაახლა.

როგორც უშიშროების სამსახურმა დაადგინა, ქვედა დნეპრის წყლის რესურსების აუზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობდა ხერსონის რეგიონში წყლის რესურსების რუსულ კომპანიას. ეჭვმიტანილის სახელი არ სახელდება, თუმცა უკრაინის ხერსონის საოლქო პროკურატურა აკონკრეტებს, რომ საუბარია იგორ ანდრიენკოს შესახებ.

2021 წელს მას ეკავა წყლის რესურსების ხერსონის რეგიონალური დეპარტამენტის თანამდებობა. იანვარში ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აზოვის ზღვის ფსკერიდან წყლის გამოყენებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ დაიპყრო ჩრდილოეთ ყირიმის არხი ხერსონის რეგიონში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S