Accentnews.ge
პუტინმა "რუსეთის ახალ რეგიონებში" შექმნილი ვითარება უკიდურესად რთულად შეაფასა

პუტინმა "რუსეთის ახალ რეგიონებში" შექმნილი ვითარება უკიდურესად რთულად შეაფასა

20/12/2022 07:56:59 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის „ახალ რეგიონებში“ მდგომარეობა „უკიდურესად რთულია“. ის საუბრობს უკრაინის რეგიონებზე: დონეცკზე, ლუგანსკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიეზე.

კრემლის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 20 დეკემბერს გამოქვეყნდა რუსეთის პუტინის ვიდეომიმართვა „უშიშროების ორგანოების მუშაკის დღესთან“ დაკავშირებით, რომელშიც პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის და სხვა შესაბამისი სტრუქტურების ამოცანებზე საუბრობს.

ის მიმართავს "უშიშროების ორგანოთა ქვედანაყოფებს, რომლებმაც მოქმედება დაიწყეს რუსეთის ახალ რეგიონებში“, რომ „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში და ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში მდგომარეობა უკიდურესად რთულია“, მაგრამ ამ ქვედანაყოფების მხრიდან „დაცვის იმედი აქვთ იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს“.

მისივე თქმით, უშიშროების ორგანოების "ვალია ამ ხალხის უსაფრთხოების, უფლებების დაცვის და თავისუფლების მაქსიმალურად უზრუნველყოფა, ხელისუფლება კი, ახალ ქვედანაყოფებს გააძლიერებს თანამედროვე ტექნიკით, შეიარაღებით და გამოცდილი კადრებით".

პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად 2022 წლის 30 სექტემბერს გამოაცხადა. ამ ოლქების ნაწილს ამ დრომდე უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, მათ შორის, ქალაქი ხერსონი უკრაინის კონტროლს რუსეთის მიერ მის ნაწილად გამოცხადების შემდეგ დაუბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S