
მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც – კუპატაძე
20/12/2022 09:44:34 სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 20-მდე ნარკორეალიზატორია დაკავებული.
ის ამბობს, რომ სპეცოპერაცია დღის განმავლობაში გაგრძელდება და დაკავებულთა რაოდენობაც გაიზრდება.
„დღეს დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისში, ფონიჭალას დასახლებაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-მდე ნარკორეალიზატორი, რომელიც ახორციელებდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას. დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საპოლიციო ღონისძიება დღის განმავლობაში გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - თქვა კუპატაძემ.