Accentnews.ge
ხაჭაპურიძე პენიტენციურისგან სააკაშვილის ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს

ხაჭაპურიძე პენიტენციურისგან სააკაშვილის ჩანაწერების გადაცემას მოითხოვს

20/12/2022 10:20:59 სამართალი

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურ სამსახურს განცხადებით მიმართა და სააკაშვილის ვიდეო-ჩანაწერების გადაცემა მოითხოვა.

სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს 14 დეკემბერს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 2021-წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში დაცული ვიდეომასალა დაცვის მხარეს გადასცეს.

„მოვედი, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ გადმოგვეცემა დისკები, მივმართავ პროკურატურას, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და პასუხისმგებელი პირის მიმართ შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ თუ რამე ქონება გააჩნია“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

პენიტენციური სამსახური არ პასუხოსბ კითხვას, როდის გადასცემს სააკაშვილის მხარეს ვიდეომასალებს.

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია კლინიკა "ვივამედში" მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ეს კადრები შეაფასეს იმის დასტურად, რომ ცნობები სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, გარდა იმისა, რომ ვიდეოს გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევად შეაფასა, კადრები მიიჩნია ექსპრეზიდენტის მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთ დასტურად.

ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S