
გაერო–მ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 6826 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დაადასტურა
20/12/2022 10:47:25 ევროპა
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა დაადასტურა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დაიღუპა 6,826 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 10,759. ორგანიზაციის მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 დეკემბრის შუაღამემდე პერიოდს.
1-დან 18 დეკემბრის ჩათვლით ოფისმა დააფიქსირა უკრაინაში 123 მოქალაქის დაიღუპა, 339–ის დაშავება.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ინფორმაცია ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, გვიანდება და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ საჭიროებს დადასტურებას.ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლის (დონეცკის ოლქი), იზიუმს (ხარკოვის ოლქი), ლისიჩანსკის, პოპასნასა და სევეროდონეცკის (ლუგანსკის ოლქი) დასახლებებს, სადაც, როგორც იუწყებიან, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის ან დაშავების უამრავი შემთხვევა იყო,– ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ დიდი მსხვერპლი გამოიწვია ასაფეთქებელი ნივთიერების გამოყენებამ, მათ შორის, არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვამ, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებმა.